GEO   ENG
ანგარიშები
ხელისუფლება, როგორც ანტიგენდერული მოძრაობის მთავარი აქტორი საქართველოში
03.07.2024

3 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული მოძრაობის ძირითად აქტორებზე 18 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში, ანტიგენდერული დისკურსის ძირითად აქტორებად  „ქართული ოცნების“, მისი სატელიტი პოლიტიკური ძალების, ღიად პროსახელისუფლებო მედია პლატფორმებისა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები გვევლინებიან. თუ საანგარიშო პერიოდამდე, ჰომოფობიური და ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნიშას წარმოადგენდა, დღეს ის მთლიანად აითვისა „ქართულმა ოცნებამ“.  

მმართველი პარტიის სრული შებრუნება ულტრაკონსერვატიული მიმართულებით განსაკუთრებით ხილვადი გახდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,  რამაც კიდევ უფრო გამოკვეთა „ქართული ოცნებისა“ და ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ფლანგის ანტიგენდერული და ჰომოფობიური დისკურსის იდენტური კონტურები. ამ ჯგუფების პოლიტიკური ლექსიკა და რიტორიკა იმდენად მსგავსი გახდა, რომ ხშირ შემთხვევაში რთულია ანტიგენდერული და ჰომოფობიური კამპანიების პირველწყაროს განსაზღვრა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების მხრიდან დროთა განმავლობაში იზრდება გენდერული და ლგბტიქ+ იდენტობის საკითხებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიებში, ნათლად იკვეთება ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც მეტწილად ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ვითარდება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლების წარმომადგენელთა სექსისტური გამონათქვამები, სიტყვიერი თავდასხმები ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტზე. 

ანგარიშში მიმოხილულია ხელისუფლების, როგორც წამყვანი ანტიგენდერული აქტორის და სხვა ძირითადი ულტრამემარჯვენე ჯგუფების დროში ცვალებადი ჰომოფობიური და სექსისტური რიტორიკა; აღწერილია ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკურ/სოციალურდისკუსიები; გაანალიზებულია პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიები, მისი დამახასიათებელი დეზინფორმაციული და მანიპულაციური მედია კონტენტი. ანგარიშის დასკვნით ნაწილში კი მოცემულია საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და შესაბამისი რეკომენდაციები

ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში

ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზი

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024