GEO   ENG
სიახლეები
როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში?
10.06.2024

„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.

2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში .. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: „ნიხასმა“ (მმართველი პარტია), „ერთიანმა ოსეთმა“ (ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის პარტია),  კომუნისტურმა პარტიამ, სახალხო პარტიამ, „ხალხის ერთობამ“, „ირი ფარნიმ“ და „ერთობამ“. გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო არჩევნებში ხმის მისაცემად ვლადიკავკაზიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ამომრჩევლები, მათ შორის, ახალგორშიც. ადგილობრივების აზრით, „არჩევნების“ შედეგები პროგნოზირებადია და მმართველი პარტიის „ნიხასის“ და „ერთიანი ოსეთის“ მიერ ადგილების უმრავლესობის მოპოვებით დასრულდება.

ცხინვალში უკანონო არჩევნებისთვის მზადება შეზღუდვებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგორის რაიონიდან კენჭისყრის მსურველი რვა კანდიდატიდან, დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაში მხოლოდ სამი კანდიდატი გაატარა. ერთ კანდიდატს უარი არსებული სისხლის სამართლის საქმის გამო ეთქვა, რამდენიმეს კი, საქართველოს მოქალაქეობის საბაბით. პარტია ,,ნიხასის“ კანდიდატის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს ილარიონ გაგიევს (ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი) რეგისტრაციაზე უარისას განუმარტეს, რომ შემოსავლებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასწორად ჰქონდა შევსებული. გაგიევმა აღნიშნული არგუმენტი დამაჯერებლად არ მიიჩნია. იმ კანდიდატების აზრით, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, დე ფაქტო ცესკომ მმართველი პარტია „ნიხასის“ კანდიდატს ,,გზა გაუთავისუფლა“.

დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა პარტიებსაც, მათ შორის, რუსეთის მიერ მოქალაქეობა ჩამორთმეული გარი მულდაროვის პარტიას ,,სამართლიანობისთვის“ და გიორგი კაბისოვის პარტიას „ირონს.“ მულდაროვის განცხადებით, პარტიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი სრულად შეესაბამებოდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე უარი კი უკანონო და ანტიდემოკრატიული იყო.  რაც შეეხება გიორგი კაბისოვს, ის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრი იყო, თუმცა 2017 წელს დააკავეს და 2019 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ფულის გათეთრების, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთი თვის შემდეგ, მისი სასჯელი ერთი წლით შეამცირეს, საბოლოოდ კი, კაბისოვი 2022 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხნახევარი წელი გაატარა. აღსანიშნავია, რომ აპრილში გამართული პარტიის ყრილობაზე, კაბისოვის მხარდასაჭერად 2020 წელს დე-ფაქტო პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის დედა და ცოლიც მივიდნენ.

ცხინვალელების აზრით, რეგისტრაციაზე უარი იმ პარტიებს ეთქვათ, რომელთა დახმარებითაც დე ფაქტო პრეზიდენტი გაგლოევი თავის დროზე პრეზიდენტი გახდა. პარტიამ „სამართლიანობისთვის“ არჩევნებს ბოიკოტი ღიად გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე. ბოიკოტის მიზანი კენჭისყრაში დე ფაქტო კანონმდებლობით დადგენილი მოსახლეობის 50%-ზე ნაკლების მონაწილეობა და არჩევნების  არჩატარებულად გამოცხადება იყო, თუმცა, უშედეგოდ. დღის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, „არჩევნებში“ მონაწილეობა 50%-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.  

ოკუპირებულ ცხინვალში გამართული ე.წ. არჩევნებს საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევენ. 

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024